საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელის ფატიჰ ბიროლის განცხადებით, ნავთობის გლობალური მოთხოვნა შესაძლოა, 20%-ით შემცირდეს. ამ დროისთვის, დაახლოებით 100 მილიონ ბარელზეა მოთხოვნა, აქედან 60% სატრანსპორტო საწვავზე მოდის. ამასთან, კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ტრაფიკის მკვეთრი შემცირება: ავიაკომპანიებმა გააუქმეს ფრენები, მანქანების მეპატრონეები სხედან სახლში, კარანტინში.
”დღეს სამი მილიარდი ადამიანი ვერ გადაადგილდება. შედეგად, ამან შეიძლება დღეში 20 მილიონ ბარელის შემცირება გამოიწვიოს“ - აცხადებს ბიროლი.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მსოფლიოს უმსხვილესი მომხმარებლის, ჩინეთის მოთხოვნა, 1.8 მილიონი ბარელით დაეცა დღეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ პერიოდის გლობალური მოთხოვნილება დღეში 2.5 მილიონი ბარელით დაეცა.
”ჩვენ ვთვლით, რომ ნავთობის მოთხოვნა ნორმას 2020 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება,” - ნათქვამია სააგენტოს მარტის თვის მიმოხილვაში.