კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.
როგორ კომპანიაში განმარტავენ, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, ისინი მომავალშიც აპირებენ, წვლილი შეიტანონ Covid-19-ის დამარცხებაში და ფონდს ფინანსური, თუ სხვა საჭირო რესურსით დაეხმარებიან.
#StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ფონდის ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად, „სოკარი“ ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასევე, კომპანია არ წყვეტს აბონენტებზე ზრუნვას და შექმნილი ვითარების მიუხედავად, თითოეულ მომხმარებელს ბუნებრივი აირი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.