ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გუშინ, საველე ჰოსპიტალში 8 ადამიანი ელოდა კორონავირუსზე პასუხს, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა. როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე სურსათის დეფიციტი არ არის და ყველა სავაჭრო დაწესებულება პროდუქტით მომარაგებულია.
„ყველა ძირითადი მსხვილი სურსათის მარკეტი მომარაგებულია, ნებისმიერი ზომის სავაჭრო დაწესებულება სრულად მომარაგებულია. 40 ტონა ბურღულეულზე ხელშეკრულება დღეს იდება. გუშინ და წინა დღეებში პერიოდულად ეს შევსებები იყო და არსად დეფიციტი არ არის. საველე ჰოსპიტალში გუშინ 8 ადამიანი იყო, პასუხს ელოდა და უარყოფითია ყველგან. საველე ჰოსპიტალის დღევანდელი დატვირთულობა ჩვეულ რეჟიმშია, არავითარი რიგები და ზედმეტი კონცენტრაცია არ არის“,- აცხადებს რეხვიაშვილი.