იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმრებს საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების მიწოდების თვალსაზრისით პრობლემა არ გააჩნიათ. როგორც უწყების ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ციხეების მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტი არსებობს.
„ოჯახების დასამშვიდებლად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ციხის მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტი არსებობს. პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია 24 საათიან რეჟიმში კარგად, მონდომებით და გამართულად მუშაობს. კვების ან სხვა ტიპის პრობლემა პატიმრებს არ გააჩნიათ. ასევე, მედიკამეტების საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გაგებისთვის პატიმრებს, მათ ოჯახებს. მინდა ყველას სჯეროდეს, რომ მთავრობა აგრძელებს პატიმრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე კიდევ უფრო მაღალი ხარისხით მუშაობას, ვიდრე ამ მიზნით მუშაობა 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე იყო“,-განაცხადა წულუკიანმა.