ეს მნიშვნელოვანი სიახლე ემსახურება იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფენომენალურად სწრაფად დაინერგოს და გაიზარდოს უკონტაქტო გადახდის ლიმიტი, რაც ბიზნესსა და საცალო ვაჭრობებს საშუალებას მისცემს სწრაფად ადაპტირდნენ გლობალურ გამოწვევებთან და სიახლეებთან, ხოლო ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა გადახდა კიდევ უფრო მარტივი და სწრაფი გზით განახორციელონ.
დღეს Mastercard-მა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც იზრდება უკონტაქტო გადახდების ლიმიტი ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ცვლილებები 29 ქვეყანას ეხება და შესაძლებლობას მისცემს მათ, ახალი ლიმიტის შესაბამისად მიიღონ და განახორციელონ გადახდები. ასევე გადახდების მხრივ გააუმჯობესონ და ახალი გამოცდილება შესძინონ ხალხს რეგიონის მასშტაბით. საქართველოში მიმდინარე 45 ლარიანი ლიმიტი 100 ლარამდე იზრდება.
ევროპის მასშტაბით Mastercard-ი არაერთ წარმატებულ ინიციატივას გაუძღვა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა უკონტაქტო ბარათებისა და მობილური მოწყობილობების გამოყენების რაოდენობა: დღეისთვის Mastercard-ის ტრანზაქციების 75% უკონტოქტო გადახდებზე მოდის. ამჟამინდელი ინიციატივა - უკონტაქტო გადახდების ლიმიტის გაზრდა - კი გულისხმობს საშუალებას რომლის მიხედვითაც ბარათების მფლობელებსა თუ მოვაჭრეეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფრო მეტი თანხა მარტივად, დაცულად და სწრაფად, ყოველგვარი PIN-ისა და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე.
”Mastercard იყო პირველი, ვინც დაინახა პოტენციალი და შესაბამისად უზრუნველყო, რომ გადახდის ყველა ტერმინალი 2020 წლის 1 იანვრიდან ყოფილიყო უკონტაქტო. დღეს, უკვე, ყველანი კარგად ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად მოიცვა ჩვენი ყოველდღიური ყიდვა-გაყიდვის მთელი სქემა უკონტაქტო გადახდის მეთოდმა. ჩვენი დღევანდელი განცხადება მიზნად ისახავს ხალხის შეცვლილი ქცევის ტემპის უსწრაფესად აყოლასა და მასზე წინსწრებასაც კი, რათა მიეცეთ მათ მშვიდი, გონიერი და სწრაფი შესაძლებლობები ამ სწრაფად ცვლებად სამყაროში“ - განაცხადა მილან გაუდერმა, Mastercard-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა პროდუქტებისა და ინოვაციების კუთხით.
მან ასევე დასძინა, რომ „დაარსების დღიდან Mastercard-ი უპირატესობას ანიჭებს უკონტაქტო მომსახურებას, როგორც გადახდის მარტივ, უსაფრთხო და სწრაფ გზას. დღევანდელი ნაბიჯი კი უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს მათ, ვინც უკვე სარგებლობს გადახდების უკონტაქტო მეთოდებით და ასევე, დამატებით მხარდაჭერასა და დახმარებას უზრუნველყოფს იმათთვის, ვინც დღეს ყოველდღიური პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან.”
(R)