„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის - მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის - მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ავრცელებს.

„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის დროულად მიღებასთან დაკავშირებით. ეროვნულ და საერთაშირისო დონეზე არსებული კრიზისის ფონზე, ძალზედ დადებითი და იმედისმომცემი ფაქტია, რომ მთავრობა შეუქცევადად უჭერს მხარს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას და მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების განვითარებაში.

თუმცა, ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მისი შემდეგი (მეორე) საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და პროექტის დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება, რაც ასევე მოითხოვს ქვეყნის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა პროექტი ვადების დაცვით განხორციელდეს.

არსებულმა მსოფლიო მასშტაბის პანდემიამ შესაძლოა შეაფერხოს სამუშაო ძალისა და ტექნიკის მობილიზება და ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპებით.

მეორე საფეხურის დასრულების შემდეგ, გადავალთ ნებართვის გაცემის მესამე (საბოლოო) ეტაპზე, სადაც უფრო მეტ კრიტიკულობას შეიძენს პროცესებში მთავრობის პროაქტიული და კონსტრუქციული ჩართულობა, რათა მოძიებულ იქნას ნავსადგურთან წვდომის ოპტიმალური გზები მშენებლობისა და საბოლოოდ, ოპერირების ეტაპზე გადასვლისას, ლოგისტიკური მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიებისა და ზოგადად, ტვირთების მიწოდების ჯაჭვის სასარგებლოდ. აღნიშნული იქნება ამ მნიშნველოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციის წარმატების გარანტორი",-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი - კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობის მუდმივი მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, აღნიშნული პროექტი იქნება წარმატებული და ეფექტური პარტნიორობის ნათელი მაგალითი, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ საერთაშირისო ინვესტიციას მოზიდავს საქართველოში“ ,- აღნიშნა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.