ხობელმა ახალგაზრდებმა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს. მოხალისეებმა მარტოხელა მოხუცებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, შშმ პირებისთვის, მათი ძალებით და კერძო კომპანიების დახმარებით სურსათი და პირველადი საჭირო ნივთები შეაგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს.
მათი ცნობით, მოხუცთა ნაწილს კომუნალური გადასახადები დაუფარეს და საჭირო მედიკამენტებით მოამარაგეს.
“შექმნეს Facebook ჯგუფიც შემდეგი აქტივობების ორგანიზებისთვის და განაგრძობენ კეთილი საქმის კეთებას. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში აგროვებენ პროდუქტებს და აწვდიან მათ, ვისაც ყველაზე მეტად თანადგომა სჭირდება. ამ დროისთვის ახალგაზრდებმა 220 ოჯახის დახმარება შესძლეს. მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.