რუსეთის მთავრობა შიდა მარაგებისთვის მარცვლეულის ექსპორტს ზღუდავს. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დადგენილების პროექტი უკვე გამოაქვეყნა.
დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, დაინერგება კვოტები 7 მილიონი ტონის ოდენობით ხორბლის და მესლინის, ჭვავის, ქერის და სიმინდის ექსპორტზე.
ამავდროულად, სამინისტრო იწყებს შიდა ბაზარზე მარცვლეულის რეზერვებიდან გამოტანას, რათა შენარჩუნდეს სტაბილური ფასი.
როგორც დადგენილებაშია წერია, აღნიშნული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ უპრობლემოდ მიიღოს ხორბალი და მისგან გადამუშავებული პროდუქტები.