ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 20 თეთრამდე გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2896 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4842 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.1946 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6232 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8159 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1927 ლარი შეადგინა.