„საქართველოს ეკონომიკამ თებერვალში ტურიზმის პოტენციური შემოსავლის 3-9% უკვე დაკარგა“ – ISET

„საქართველოს ეკონომიკამ თებერვალში ტურიზმის პოტენციური შემოსავლის 3-9% უკვე დაკარგა“ - ამის შესახებ აისეტის კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაციაშია აღნიშნული.

პუბლიკაციაში მათ შორის საუბარია,ცალკეულად ტურიზმის სექტორზე. კერძოდ, კვლევის ავტორთა შეფასებით, საგულისხმოა, რომ სიფრთხილის ზომების გამკაცრების შედეგად საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვა მკვეთრად შეამცირებს ტურისტების შემოსვლასა და მათგან მიღებულ შემოსავლებს.

„ჩვენი წინასწარი გათვლებით, საქართველოს ეკონომიკამ თებერვალში ტურიზმის პოტენციური შემოსავლის 3-9% უკვე დაკარგა. ვინაიდან ქვეყნის მშპ-ის 6% ტურიზმის სექტორზე მოდის (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, 2018წ.), პირდაპირი დარტყმა ამ ინდუსტრიაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკასაც,“-აღნიშნულია კვლევაში.

მშპ-ის დანაკარგები, რომლებიც შემდეგი სცენარების შემთხვევაშია მოსალოდნელი, იხილეთ ცხრილში:

თაია არდოტელი