კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ოკუპირებული აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლას.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან 20 აპრილამდე გაგრძელდება.
ცოტა ხნით ადრე, ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.