ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრა იყო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა დღეს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
„უმნიშვნელოვანესია ბიზნეს-სექტორმა სრულად აღიქვას არსებული ვითარება და შეძლოს პროექტების შემდგომი შეუფერხებელი განხორციელება. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ ახალ პროექტებში, რისთვისაც სახელმწიფო მხრიდან, შესაბამისი ასიგნებები გამოიყოფა. მრავალ გამოწვევაზე ძალიან კონკრეტული პასუხები არსებობს და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ კომპანიებს ნამდვილად მნიშვნელოვნი ხელშეწყობა ექნებათ, როგორც ამ კრიზისულ ეტაპზე, ისე შემდგომში, კიდევ უფრო განვითარებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.