დონალდ ტრამპმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, 2-ტრილიონიანი ეკონომიკური სტიმულირების კანონს მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტი" გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მან ხელი მოაწერა 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულის კანონს, რომელიც რამდენიმე საათით ადრე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.

”ახლახანს ხელი მოვაწერე CARES- ის აქტს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური დახმარების პაკეტს - ეს არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ამ დროისთვის ამოქმედებული ნებისმიერი კანონი. ეს დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ოჯახებს, დასაქმებულებს და ბიზნესს",-წერს ტრამპი.

კანონი წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების უმსხვილეს პაკეტს აშშ-ის ისტორიაში და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ქმედებას, რომლის მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული სწრფად მზარდი კრიზისის შეჩერებაა.

აშშ ამ დროისთვის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103 000-ს მიაღწია.