საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4641ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239 პირი.
ინფორმაციისთვის, 85 ადამიანიდან 14 გამოჯანმრთელებულია.