EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, დღეს სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელმაც 2015 წელს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად, რეგიონისთვის აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობას. სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, რათა ქართულმა მხარემ საერთაშორისო დონის შეხვედრას მაღალ დონეზე უმასპინძლოს.

კომისიის სხდომას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და კომისიის სხვა წევრები დაესწრნენ.

წლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი დაგეგმილია 2015 წლის 13-15 მაისს.

თბილისში EBRD-ის 2015 წლის წლიური შეხვედრის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება EBRD-ის მმართველთა საბჭომ მიიღო. ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის მმართველები, რომელთაგან 34 ფინანსთა მინისტრია. ასევე, ალტერნატიული მმართველები, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები.