მოქალაქეებს დროებით, ავტომობილების ტექინსპექტირების ვალდებულება აღარ აქვთ

მოქალაქეებს დროებით, ავტომობილების ტექინსპექტირების ვალდებულება აღარ აქვთ.

ამის შესახებ მთავრობის 27 მარტის დადგენილბაშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ვალდებულება მქალაქეებს შეუჩერდებათ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში.

„თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი/განმეორებითი) გავლის ვადა ემთხვევა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, აღნიშნული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი/განმეორებითი) გავლის ვადა შეჩერებულად ჩაითვალოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

თაია არდოტელი