The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ამერიკელ ინვესტორებს ახალი პრობლება შეექმნათ - ამერიკაში ოქრო მთლიანად გაიყიდა.
Credit Suisse Group AG-იმ, რომელიც ოქროს ზოდებს მე-19 საუკუნიდან ინახავს, მიმდინარე კვირას კლიენტები გააფრთხილა, რომ მათი მარაგები ამოიწურა და ჯერჯერობით არაფერს ელოდონ.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ბრიტანელმა ბანკირებმა ნიუ-იორკიდან საკუთარი ზოდების გასატანად კერძო თვითმფრინავებიც დაიქირავეს.
ამ კვირაში ამერიკაში ოქროს ფიუჩერსებზე ფასი 9%-ით გაიზარდა და ერთ უნციაზე 1620 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის მაქსიმუმია.