„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს, რათა სრულად დაიცვას სოციალური დისტანციის წესები.
““ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი სრულად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და შექმნილ ვითარებას, ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Thru სერვისის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას. მიწოდების სრულად უკონტაქტო რეჟიმზე გადასვლა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა მომხმარებლებისათვის, რომელთათვისაც "დანკინის" გემრიელი ყავა და საუზმე ყოველი დილის განუყოფელი ნაწილია. „ვენდის“ ქართული წარმოების ინგრედიენტებზე დამზადებული მენიუ კი პირველი არჩევანი, როცა რაიმე გემრიელის მირთმევაზე ფიქრობს. შესაბამისად, ჩვენ ვურჩევთ მათ დარჩნენ სახლში და "გლოვოსა" და"ვოლტის" დახმარებით, „დანკინთან“ და „ვენდისთან“ ერთად იგრძნონ ცხოვრების ჩვეული რითმი შინ ყოფნისასაც“, - აცხადებს „ვენდისა“ და „დანკინის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ედიშერაშვილი.
მიწოდების სერვისის წასახალისებლად, "ვოლტის" და "გლოვოს" მომხმარებლებისათვის, „ვენდისა“ და „დანკინის“ უგემრიელეს პროდუქტებზე მუდმივად სპეც შეთავაზებები და ფასდაკლებებია. ამჟამად „ვენდის“ პიცის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად 2 კოკა-კოლას იღებს, “გლოვოთი” „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას მათ საჩუქრად ყავა ელით, “ვოლტით” „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას კი დონატი.
შეგახსენებთ, რომ დანკინს გამოარჩევს უმაღლესი ხარისხის, იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავა, უგემრიელესი სენდვიჩები, ფრანგული ფუნთუშეული და დონატები. ქართულ ინგრედიენტებზე დამზადებულ „ვენდის“ უგემრიელეს მენიუს კი სულ სხვა გემო აქვს.
(R)