საავტომობილო კომპონენტებისა და სხვადასხვა ტექნიკის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ Bosch, შექმნა ექსპრეს-ტესტი კორონავირუსზე. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, მედპერსონალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია დიაგნოზის მიღება ანალიზის აღებიდან 2,5 საათში, მაშინ როცა ჩვეულებრივ პირობებში ამაზე თითქმის 1 დღე იხარჯება.
მოწყობილობა Bosch Vivalytic-ის შესაქმნელად კომპანიას ირლანდიურ Randox Laboratories-თან თანამშრომლობით მხოლოდ 6 კვირა დასჭირდა. ანალიზატორი თავის თავში წარმოადგენს უნივერსალურ და სრულად ავტომატიზირებულ პლატფორმას მოლეკულური დიაგნოსტიკის წარმოებისთვის: ექიმს მხოლოდ ნაცხის ანალიზი სჭირდება ცხვირხახიდან, შემდეგ მას მოათავსებს სპეციალურ კარტირჯში, რომელშიც უკვე არის განთავსებული ყველა საჭირო რეაგენტი. საჭიროა მხოლოდ პასუხისთვის ლოდინი.
როგორც მწარმოებელი კომპანია გვამცნობს, Bosch Vivalytic-ის სიზუსტე 95%-ია. ამასთან, მოწყობილობა არამხოლოდ კორონავირუს SARS-CoV-2-ის დიაგნოსტირებას ახდენს, არამედ დამატებით 9 რესპირატორული დაავადების, მათ შორის A და B ტიპის გრიპების. საშუალოდ 100 ასეთ მოწყობილობას შეუძლია დღეღამეში 1000 ანალიზის დამუშავება, რაც უკვე აჭარბებს ინფექციის გავრცელების ტემპებს. მას არანაირი წინასწარი მომზადება არ სჭირდება, ამიტომ ექიმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი გამოყენება უპრობლემოდ შეუძლიათ.