საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 97-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4876 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 264 პირი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 97 ადა­მი­ა­ნი­დან 18 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებს, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 722 000-ს აჭარ­ბებს, გარ­დაც­ვლი­ლია 34 000-მდე ადა­მი­ა­ნი.

Worldometers-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია აშშ-ში - 142 070 ადა­მი­ა­ნი, იტა­ლი­ა­ში - 97 689, ჩი­ნეთ­ში - 81 470, ეს­პა­ნეთ­ში - 80 110 და გერ­მა­ნი­ა­ში - 62 435 ადა­მი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა სტა­ტის­ტი­კას, 10 779 ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იტა­ლი­ა­ში, 6 803 - ეს­პა­ნეთ­ში, 3 304 - ჩი­ნეთ­ში, 2 640 - ირან­ში, 2 606 საფ­რან­გეთ­ში და 2 484- აშშ-ში.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 151 766-ია, ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი - 75 700 ადა­მი­ა­ნი, ჩი­ნეთ­ში გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება
კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ-ის კონგრესმა 2 ტრილიონი დოლარი გამოყო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა