მსოფლიოში ნავთობის ფასი ისე მცირდება. ლონდონის ICE ბირჟაზე WTI ნავთობის ბრენდის ფასი 8,52%-ით შემცირდა და ბარელზე 19,98 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი 2002 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
ასევე 4,65%-ით დაეცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი და 26,6 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Brent-ის ნავთობის ფასმა ფსიქოლოგიური ზღვარი 27 მარტის ვაჭრობისას გადალახა და ბარელზე 25 დოლარი შეადგინა. ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც OPEC+ მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება წარმოების მოცულობის შემდგომ შემცირებაზე.