ნენსკრა ჰესის მნიშვნელობა ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებაში

იმ­პორტდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი გე­ნე­რა­ცი­ის ზრდაა.

სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ისე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რიც სა­დღე­ი­სოდ ნენ­სკრა ჰე­სია.

რა მო­ცუ­ლო­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს დღეს სა­ქარ­თვე­ლო, რამ­დე­ნია აქე­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და რა მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, დიდი ჰიდ­როპ­რო­ექ­ტე­ბი რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო? – ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს რი­ცხვე­ბი და პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მოგ­ვცემს, რომ­ლებ­საც ქვე­მოთ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

წარ­მო­ე­ბის კლე­ბამ და მოხ­მა­რე­ბის ზრდამ იმ­პორ­ტის ზრდა გა­მო­იწ­ვია. 2019 წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლომ 324 მლნ კვტ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, 2020 წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში კი - 526 მლნ კვტ/სთ, ანუ 62%-ით მეტი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ­პორ­ტში გა­დახ­დილ ფასს, ის კი­დევ უფრო მე­ტად - $15.4 მლნ-დან $26.4 მლნ-მდე, ანუ 71%-ით გა­ი­ზარ­და.

2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 1626.5 მლნ კვტ/სთ ელე­ქტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. იმ­პორ­ტის წყა­რო ორი ქვე­ყა­ნა იყო – აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და რუ­სე­თი. იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბის დი­ნა­მი­კას შეგ­ვიძ­ლია, ამ გრა­ფი­კით გა­ვეც­ნოთ:

გრა­ფი­კუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სულ სხვაგ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, 2019 წელს რომ ნენ­სკრა ჰესი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლი­ყო გაშ­ვე­ბუ­ლი. ჰე­სის წლი­უ­რი საპ­რო­ექ­ტო გე­ნე­რა­ცია 1219 მლნ კვტ/სა­ათს შე­ად­გენს. გე­ნე­რა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა სე­ზო­ნუ­რია და წყლის ნა­კად­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის შემ­თხვე­ვა­ში. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ზამ­თა­რი სექ­ტემ­ბრი­დან აპ­რი­ლის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბა.

მაშ ასე, პი­რო­ბი­თად ჩა­ვა­ნაც­ვლოთ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელე­ნერ­გია ნენ­სკრა ჰე­სის მიერ გე­ნე­რი­რე­ბუ­ლით და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათს მი­ვი­ღებ­დით. რამ­დე­ნად შემ­ცირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს იმ­პორტდა­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბა 2019 წელს, ნენ­სკრა ჰესი რომ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლი­ყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი, კარ­გად ჩანს გრა­ფიკ­ზე:

რაც შე­ე­ხე­ბა წლი­ურ ჭრილს, 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მო­ცუ­ლო­ბამ 1626.5 მლნ კვტ.სა­ა­თი შე­ად­გი­ნა, ნენ­სკრას გე­ნე­რა­ცი­ის შემ­თხვე­ე­ვა­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 785.35 მლნ კვტ/სთ იქ­ნე­ბო­და. ეს ნიშ­ნავს, რომ წლი­უ­რად (2019 წლის მა­გა­ლით­ზე) ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი 48.3%-ით შე­ამ­ცი­რებ­და.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, შეგ­ვექ­მნა ერ­თგვა­რი მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი სუ­რა­თი. ამან მკა­ფი­ოდ დაგ­ვა­ნა­ხა ისე­თი მსხვი­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რო­გო­რიც ნენ­სკრა ჰე­სია.