თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი ასევე, სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება.
გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.
მერიაში განმარტავენ, რომ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.
დედაქალაქში მსგავსი ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.