ლონდონის ICE ბირჟაზე დღეს Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი კიდევ შემცირდა. ივნისის ფიუჩერსებზე ფასმა 7,9%-ით დაიკლო და 22,97 დოლარი შეადგინა.
ბოლოს Brent-ის მარკის საწვავის ფასი ასეთ დაბალ მაჩვენებელზე 2002 წლის ნოემბერში იყო.
ამ დროისთვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი (WTI) კი 20,2 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ Brent-ის ნავთობის ფასმა ფსიქოლოგიური ზღვარი 27 მარტის ვაჭრობისას გადალახა და ბარელზე 25 დოლარი შეადგინა. ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც OPEC+ მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება წარმოების მოცულობის შემდგომ შემცირებაზე.