სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელოში, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რვა ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტრპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შორის: სოციალური დისტანციის დარღვევის 3 ფაქტია; სილამაზის სალონების საქმიანობის აკრძალვის - 2; ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვის - 1; თვითიზოლაციის ყოფნის პირობების დარღვევის 2 ფაქტია.