კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დღეიდან მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ქალაქში ავტომანქანებით მოძრაობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.
„ძვირფასო მოქალაქეებო კორონავირუსის გავრვცელების თავიდან აცილების მიზნით დაიცავით სოციალური დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით! გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გამოსვლისგან და მხოლოდ აუცილებლი საჭიროების შემთხვევაში გამოდით გარეთ. მოგიწოდებთ, დარჩით სახლში! - ასე მიმართავენ მოქალაქეებს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები“, - ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.