„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას მიმართავს

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის თაობაზე წინანადადებებით მიმართავს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოდან" აცნობეს.

მათივე თქმით, წინადადებები შემუშავებულია ბიზნეს საბჭოს წევრი კომპანიების მიერ მოწოდებული მოსაზრებების საფუძველზე.

„მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ იმსჯელოს აღნიშნულ საკითხებზე კორონავირუსიდან გამომდინარე ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ასევე ბიზნეს სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ" განიხილა აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან," - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.