Renault-ი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქარხნებს ჩინეთისა და სამხრეთ კორეის გარდა ყველა ქვეყანაში ხურავს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად კორპორაცია ავრცელებს.
"Renault-ის ცენტრალურმა კომერციულმა ხელმძღვანელობამ საკუთარი თანამშრომლების, მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს ყველა მისი ქარხანა და ობიექტი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ქარხნები უკვე დაიხურა საფრანგეთში. ამჟამად, ყველა ქარხანა დახურულია, გარდა ჩინეთისა და სამხრეთ კორეისა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაცია, კორპორაცია საქმიანობას ეპიდემიის დასრულების შემდეგ განაახლებს.