„ბლუმბერგი“ - მელბურნში, კორონავირუსის წინააღმდეგ, საუკუნის წინ შექმნილი ე.წ. ბეცეჟეს ვაქცინის გამოცდა დაიწყო`

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მელბურნში საუკუნის წინ შექმნილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს, რათა დაადგინონ რამდენად დაიცავს ვაქცინა აცრილებს კორონავირუსისგან. მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის ინფორმაციით, ვაქცინამ, იგივე „ბეცეჟემ“ შესაძლოა დაავადება შეასუსტოს ინფიცირებულებში.

მელბურნის ბავშვთა კვლევის ინსიტუტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიგელ ქურტისი მსოფლიოს კვლევით ორგანიზაციებს მოუწოდებს, საკითხის კვლევაში ჩაერთონ.

„მას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება და შეუძლია დაიცვას ორგანიზმი მთელი რიგი სხვადასხვა ინფექციისგან, ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან“,-აცხადებს ქურტისი.