ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს, ხოლო ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად - 700 მილიონ ევროს

ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელორუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ონლაინ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამასთან, ქვეყნები კორონავირუსის გამო არსებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დამატებით 700 მილიონ ევროს მიიღებენ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც დაეხმარება და თავდაპირველი საჭიროებებისთვის 38 მილიონ ევროს, ხოლო შემდგომი კრიზისის დასაძლევად 374 მილიონ ევროს გამოუყოფს.