მთავრობა 16 მლნ ლარის ზეთს, მაკარონს და შაქარს ყიდულობს

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნის მიზნით მთავრობა 5 000 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონს და 1 500 000 ლიტრ ზეთს ყიდულობს. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ამ პროგრამის ფარგლებში, სურსათის შესყიდვას ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” განახორციელებს.

„ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგების შექმნის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს არა უმეტეს 5000 ტონა შაქარის, 500 ტონა მაკარონის, 1 500 000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის შესყიდვა, თანმდევი მომსახურებით დასაწყობება და შენახვა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

განკარგულების მიხედვით, პროდუქციის შესაძენად თანხა სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყიფა, სულ 16 000 000 ლარი.