ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება", - განაცხადა გახარიამ.