ამ პირობების და შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განურჩევლად პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა დღეს ყველა ერთ მიზანს უნდა ემსახუროს - „ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.
„მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, ამ პირობების და შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ვემსახურებით ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამასთანავე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მედიას არ ჰქონდეს ფუნქციონირებაში პრობლემა“, - განაცხადა გახარიამ.