იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 780 თანაშრომელი შემდეგი კვირების განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს.
როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ საპატიმროებში გარედან ვირუსის შეტანა თავიდან იქნას აცილებული.
„საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში არ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე, ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შიგნით შეტანას“, - განაცხადა წულუკიანმა.