"ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ სიჯანსაღეს შორის"

ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ სიჯანსაღეს შორის. რაც შეეხება ზიანს, ზიანი რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია იმ შეზღუდვებზე და იმ რეჟიმებზე, რომელიც იქნება დაწესებული,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს იმის გათვლა, თუ რა ზიანს მიიღებს ეკონომიკა, შეუძლებელია და მსგავსი პროგნოზები მხოლოდ პოპულიზმი იქნება.

"ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს უკვე მოგვიწია დამატებით შეზღუდვების დაწესება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ სიჯანსაღეს შორის. რაც შეეხება ზიანს, ზიანი რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია იმ შეზღუდვებზე და იმ რეჟიმებზე, რომელიც იქნება დაწესებული. დღეს ამ ზიანის გათვლა და რაიმე პროგნოზების გაკეთება არ არის შესაძლებელი, ამიტომ გავიმეორებ ბატონი გიორგის შენიშვნას და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოპულიზმი ძალიან სახიფათოა ამ მიმართულებითაც. ძალიან სახიფათოა არარეალისტური დაპირებების მიცემა მოსახლეობისთვის, არარეალისტური და პოპულისტური პროგნოზების გაკეთება და ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ჩვენი ეკონომიკური პაკეტი იქნება ძალიან მიზნობრივი, კონკრეტული და იქნება მიმართული იმ ჯგუფებზე ეკონომიკის იმ დარგებზე, რომელსაც ყველაზე მეტი ზიანი შეიძლება მიადგეთ ამ პანდემიის შედეგად. შესაბამისად, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე იქნება მიზნობრივი და დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტული ზიანის შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვნახავთ, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ როგორ გაგრძელდება საქართველოში ვითარება, როგორც ხედავთ, დღეს ჩვენ არ ვკრძლავთ სრულად ეკონომიკურ საქმიანობას, თუ მოქალაქეები არ გაყვებიან ამ შეზღუდვებს და არ შეასრულებენ მათ, თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამ შედარებით დადებით ტემპს დაავადების გავრცელების და მოგვიწევს ამის შედეგად კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების შემოღება, რა თქმა უნდა, ზიანი იქნება უკვე სხვა რიცხვი, რომელზეც სხვა პასუხის გაცემა მოგვიწევს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.