რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება.
მისი თქმით, დასაშვებია დილის 6-დან 21:00 საათამდე პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, თუ მანქანაში 3 ადამიანი იქნება.
„დასაშვებია დილის 6 საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ნებისმიერი სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.