ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტ ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტ ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ტაძრისში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა დაათვალიერეს.

„სოფელში რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულს. შეიცვლება იატაკი, ჭერი, კედლები, ელ-გაყვანილობა და კარ-ფანჯარა. მოხდება წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელს სულ მალე ცეკვისა და სპორტის გაკვეთილებისთვის შესაბამისი დარბაზის საკითხიც მოუგვარდება. სოფელში უკვე დაწყებულია შეხვედრებისთვის განკუთვნილი ფართის რეაბილიტაცია, სადაც აღნიშნული სივრცეები განთავსდება, შენობაში გათვალისწინებულია ასევე გასახდელებისა და სველი წერტილების მოწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.