დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს.
მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო პროექტი წარუდგინა.
საბანკო სერვისებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს:
მომსახურებები, რომელთა მისაღებად ფილიალში ვიზიტი იყო საჭირო - პროკრედიტ ბანკში უკვე დისტანციურად სრულდება.
ონლაინ რეჟიმში, ბანკში მიუსვლელად არის შესაძლებელი ანგარიშის გახსნა და ამ პროცესს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, დისტანცია დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებისთვის. აქტიური პასპორტისა ან ID ბარათით, ისინი ონლაინ გახსნიან ანგარიშს და დაირეგისტრირებენ სასურველ პროდუქტებს.
ამ უკონკურენტო შესაძლებლობებს არსებულ და ახალ კლიენტებს, ბანკი ვიდეო იდენტფიკაციის სერვისით სთავაზობს. ვიდეო იდენტიფიკაცია ბანკის ონლაინ ფილიალთან ვიდეოკავშირით იდენტიფიკაციის პროცესის გავლას და საჭირო საბანკო მომსახურების მიღებას გულისხმობს.
ვიდეო ზარის წამოსაწყებად რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო
დღეს ონლაინ კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!
იყავი დაირექთი, ისარგებლე დისტანციური საბანკო მოდელით!
(R)