საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 პირი.
ინფორმაციისთვის, 108 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.