განმარტებები ბიზნესისთვის - როგორ იმუშავებს სექტორი კარანტინის პერიოდში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ბიზნესისთვის განმარტებებს აქვეყნებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„განმარტებები ბიზნესისთვის:

  • დღის განმავლობაში დისტრიბუცია არ არის შეზღუდული;
  • კომენდანტის საათებში დისტრიბუციის და თანამშრომლების მოძრაობისათვის საშვის მისაღებად თბილისში არსებულმა კომპანიებმა მიმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიაწოდეთ მანქანის ნომერი, პიროვნების სახელი, გვარი პირადი ნომერი აქ Jemal.donadze@mepa.gov.ge;
  • რეგიონებში არსებულმა ბიზნესმა საშვის მისაღებად მიმართეთ გუბერნატორთან არსებულ რეგიონალურ შტაბს;
  • ძირითად ქალაქებთან არსებულ ბლოკპოსტებზე გაგიზომავენ სიცხეს;
  • მსუბუქ ავტომობილში არ უნდა იჯდეს 3 ადამიანზე მეტი მძღოლის ჩათვლით;
  • კომპანიის თანამშრომელთა მარშუტკით გადაადგილებისას უნდა იჯდეს 10 პირი ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება დღეს,“- წერს კალანდაძე.

თაია არდოტელი