ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება

ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება.

ამის შესახებ მთავრობის 30 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელის, აგრეთვე სპირტიანი სასმელისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. კერძოდ, დღეიდან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ასევე 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეების (უკიდურესი აუცილებლობის გარდა) სახლიდან გასვლა აიკრძალა. ამასთან, უკვე დღეიდან, 21:00 საათიდან 06:00-სთ-მდე ქვეყნის მასშტაბით, ქვეითად და მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაც იკრძალება. ამასთან, დღეიდან, 21:00-სთ-დან 06:00-სთ-მდე მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება ნებადართული.

თაია არდოტელი