დღეს, 21:00 საათიდან  მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება დასაშვები

დღეს, 21:00 საათიდან მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება დასაშვები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. კერძოდ, დღეიდან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ასევე 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეების (უკიდურესი აუცილებლობის გარდა) სახლიდან გასვლა აიკრძალა.

ამასთან, უკვე დღეიდან, 21:00 საათიდან 06:00-სთ-მდე ქვეყნის მასშტაბით, ქვეითად და მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაც იკრძალება. ამასთან, დღეიდან, 21:00-სთ-დან 06:00-სთ-მდე მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება ნებადართული.

თაია არდოტელი