2020 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შესაძლოა, ბარელზე 10 დოლარამდე შემცირდეს, დღიური მოპოვება კი 10 მლნ ბარელამდე. ამის შესახებ Bloomberg-ი საკონსულტაციო კომპანია IHS Markit-ის პროგნოზზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი კორონავირუსის გამო მოთხოვნის შემცირებაა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, წარმოების შემცირება მოხდება მსოფლიოს ყველა რეგიონში, მათ შორის, OPEC- ის ქვეყნებში. ამავე დროს, აშშ და რუსეთი ყველაზე მეტად შეამცირებენ წარმოების მოცულობას, იტყობინება IHS Markit. ახლა, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, პლანეტაზე ყოველდღიურად თითქმის 100 მილიონი ბარელი ნავთობი იწარმოება.