"გალფ კლუბის" წევრები საწვავზე ფასდაკლებით ისარგებლებენ

ნავთობკომპანია "გალფი" სპეციალურად "გალფ კლუბის" წევრებისთვის საწვავზე ფასდაკლებას ზრდის.

კომპანიის ინფორმაციით, ნავთობკომპანია "გალფ კლუბის" წევრებს ასევე აძლევს საშუალებას, გაორმაგებული ქულები მიიღონ ბარათზე. როგორც კომპანიაში განმარტავენ კლუბის წევრების მიმდინარე ფასდაკლება გაიზრდება 2 თეთრით, რაც ჯამში ყოველ ლიტრ საწვავზე 5 და 8 თეთრამდე ფასდაკლებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ფასდაკლებით ისარგებლებენ გალფ კლუბის როგორც არსებული, ასევე ახალი წევრები. აქცია გაგრძელდება 15 ოქტომბრამდე.

"გალფ კლუბის" ბარათის მიღება მსურველებს "გალფის" ავტოგასამართ სადგურებზე სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.