დღეიდან კახეთში ოპერატიული შტაბი მუშაობას საგანგებო რეჟიმში იწყებს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში შესაბამისი უწყებების პირველ პირებათან ერთად, დისტანციურ რეჟიმში ახალი რეგულაციებით გათვალისწინებულ მითითებებსა და გეგმებზე იმსჯელა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, მთავრობის მეთაურის განცხადების შემდეგ, რეგიონში გასამკაცრებელ პრევენციულ ზომებზე მითითება უკვე გასცა ძალოვანებთან, ჯანდაცვის წარმომადგენელებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან. მისივე თქმით, იქიდან გამომდინრე, რომ კახეთის რეგიონში სასოფლო- სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, გამოყოფილია ორი ძირითადი მიმართულება. სოფლის მეურნეობაზე და ინფრასტუქტურულ სამუშაობზე დასაქმებული თანამშრომლების მუდმივი თერმოსკრინინგი. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია სხვა რეგიონიდან ჩამოსული მუშების საცხოვრებელი ფართის და მათი ობიექტებამდე გადაადგილების საკითხი.
"კახეთში აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები . რა თქმა უნდა, არ უნდა შევაჩეროთ სამუშაოები. ვაფრთხილებთ ყველა მევენახეს და კომპანიას, რომ იქ მუშახელის გადაადგილება და მუშების საკვების მიღების და დასვენების პირობები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ რეგულაციებს . ყველას უკვე მიცემულის აქვს მკაფიო დავალება, რომ მუშები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ და სოფლის მეურნეობის სამუშაოების შესასრულებლად გამოდიან, მათაც უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ელემენტარულად პირბადეები მათი დილის თერმოსკრინინგი თავად სამშენებლო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების საცხოვრებელი პირობები სტანდარტებს შეესაბამისი უნდა იყოს.ერთ სივრცეში არ უნდა ცხოვრობდეს დაშვებულ რაოდენობაზე მეტი პირი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.