რა გრაფიკით იმუშავებენ სუპერმარკეტების ქსელები საყოველთაო კარანტინის პირობებში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუპერმარკეტების ქსელებმა სამუშაო გრაფიკიც შეცვალეს. საყოველთაო კარანტინის პირობებში მათი უმეტესობა ყოველდღე 20:00 საათამდე იმუშავებს.

უფრო კონკრეტულად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო:

  • "გუდვილის" ყველა ფილიალი იმუშავებს ყოველდღე 10:00-20:00 საათამდე. მხოლოდ "გალერია თბილისის" სავაჭრო ცენტრში მდებარე ფილიალი იმუშავებს 12:00-20:00 საათამდე და ბათუმის ფილიალი იმუშავებს 09:00-20:00 საათამდე;
  • "აგროჰაბის" სამივე ფილიალი, (მათ შორის ჭავჭავაძის გამზირის 24 საათიანი ფილიალი), იმუშავებს ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე;
  • „ფრესკოს“ სუპერმარკეტები იმუშავებს ყოველდღე 08:00 საათიდან 20:00 საათამდე;
  • „სპარის“ მაღაზიები ფუნქციონირებას განაგრძობენ მხოლოდ 08:00 - 20:00 საათამდე პერიოდში. ამასთან, „სპარის“ ცნობით, მაღაზიის ტერიტორიაზე დაიშვება მაქსიმუმ 5 ადამიანი;
  • „ნიკორას“ ყველა ფილიალი იმუშავებს 08:00-დან 20:00 საათამდე. ამასთან, მათი ცნობით, ფილიალში 5 მომხმარებელზე მეტი არ დაიშვება.
  • რაც შეეხება „კარფურს“, სუპერმარკეტების ქსელის ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრებიდან გამომდინარე დღევანდელი სამუშაო საათები იქნება განსხვავებული. მხოლოდ დღეს, 31 მარტს, ყველა ფილიალი იმუშავებს 11:00-დან 18:00 საათამდე. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში, დღეიდან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ასევე 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეების (უკიდურესი აუცილებლობის გარდა) სახლიდან გასვლა აიკრძალა.

ამასთან, უკვე დღეიდან, 21:00 საათიდან 06:00-სთ-მდე ქვეყნის მასშტაბით, ქვეითად და მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაც იკრძალება. ასევე, დღეიდან, 21:00-სთ-დან 06:00-სთ-მდე მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება ნებადართული.

თაია არდოტელი