„ნიკორა“  საყოველთო კარანტინის დროს თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

31 მარტიდან საქართველოში საკარანტინო ზომების გამკაცრებამ და კომენდატის საათის გამოცხადებამ საზოგადოება გარკვეულ დაბნეულობაში ჩააგდო, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, ვისაც სამსახურში სიარული და ამისთვის გარკვეული ტრანსპორტის გამოყენება უწევს. რა უნდა ქნან მათ, ვისაც არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი, სამსახურში კი ყოველდღიურად უნდა იაროს? ამ საკითხის მოგვარება კერძო ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის ნაწილია და მათმა დიდმა ნაწილმა ახალ გამოწვევაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. ახალი საკარანტინო რეგულაციები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ მათ საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული პერიოდი სჭირდებათ. სს „ნიკორა“ რომელიც კვების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია, მიუხედავად ლოგისტიკური სიძნელეებისა, წარმოების თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის ტრანსპორტირება დღესვე შეძლო. როგორც კომპანიაში აცხადებენ კარგად აქვთ გათვიცნობიერებული რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მათი საქმიანობა და მაქსიმალურს აკეთებენ რათა არ შეიქმანს პრობლემები, როგორც წარმოების ასევე მომსახურების კუთხით.

თათია ბაკაშვილი, „ნიკორას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: სახელმწიფო შეზღუდვების დაწესებისთანავე აუცილებელი გახდა სამუშაო პროცესების კრიზისულ ვითარებაზე მორგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თავიდანვე წამოიჭრა, საწარმოს თანამშრომელთა ტრანსპორტირების საკითხი გახლდათ. პირველ ეტაპზე, სანამ ბოლომდე შეიზღუდებოდა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება, წარმოების თანამშრომელთა ნაწილობრივ ტრანსპორტირებას ვუზრუნველვყოფდით. საგანგებო ვითარების გამკაცრების შემდეგ, 1 აპრილიდან, „ნიკორას“ ჰოლდინგში არსებული წარმოებების თანამშრომლების ტრანსპორტირება სრულად განხორციელდება. კომპანია უზრუნველყოფს, როგორც საწარმოში დასაქმებულთა საცხოვრებელი მისამართებიდან საწარმოში ტრანსპორტირებას, ისე პირიქით. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ლოგისტიკურად მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, მაინც მოვახერხეთ, რომ წარმოების თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე მოგვეყვანა კომპანიის რესურსით.

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე და ჩვენთვის მთავარ გამოწვევად რჩება, როგორც წარ­მო­ე­ბი­სა და სა­ვა­ჭო ქსე­ლის გა­მარ­თული მუ­შა­ო­ბა, მო­მა­რა­გე­ბის უწყვეტი ჯაჭვი, ასევე– ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას „ნიკორას“ ყველა თანამშრომელს, რომელთაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული თავიანთი მისია ქვეყნის წინაშე.“

ნინო ფეიქრიშვილი, „ნიკორა ტრეიდის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: სუპერმარკეტების ქსელი “ნიკორა” მთელი ქვეყნის მასშტაბით 300–მდე ფილიალს აერთიანებს. შესაბამისად, სრული ქსელის თანამშრომლების ლოგისტიკა ტრანსპორტირების კუთხით მარტივი ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ რამოდენიმე კვირის წინ დავიწყეთ მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომპანიებთან. უკვე ორი კვირაა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის შემდეგ, რეგიონებიდან შეუფრხებლად ხდება იმ თანამშრომლების ტრანსპორტირება, რომლებიც თბილისში არიან დასაქმებულები. ამ ეტაპზე 200-მდე თანამშრომელი ჩამოგვყავს გორიდან, კასპიდან, მცხეთიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან, რა თქმა უნდა, ყველა წესისა და სტანდარტის დაცვით. საკარანტინო ზომების გამკაცრების შემდეგ კი დავიწყეთ ზრუნვა, რომ თბილისში აეწყოს სატრანსპორტო ხაზები და ავტობუსებმა უზრუნველყოს თანამშრომლების შეუფერხებელი გადაადგილება სახლიდან მარკეტში და მარკეტიდან სალში. დღეს დილით მათი ნაწილის სამსახურში მიყვანა უკვე უზრუნველვყავით. ვმუშაობთ ტრანსპორტირების საკითხზე და ეტაპობრივად მოვაგვარებთ ამ საკითხს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ტრანსპორტისა და საწვავის ხარჯს კომპანია გასწევს და ასე იქნება, ვიდრე ქვეყანაში არსებული ვითარება არ შეიცვლება. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შექმნილი ვითარების გამო თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება და პერსონალის შემცირება არ მომხდარა და არც იგეგმება.“