ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 31 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 19 მლნ 935 ათასი ლარი შეადგინა.
" COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: კავკასუს ონლაინი, 1 მლნ ლარი;STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI, 650 ათასი ლარი;IDS ბორჯომი საქართველო, 300 ათასი ლარი;ავთანდილ ნამიჩეიშვილი, 100 ათასი ლარი; ჯორჯიან მანგანეზი, 100 ათასი ლარი;ალდაგი, 50 ათასი ლარი;იუჯითი, 50 ათასი ლარი;დაგი, 30 ათასი ლარი;Sisam kavkasus, 20 ათასი ლარი;ენსი გრუპ, 20 ათასი ლარი;გილმარი, 15 ათასი ლარი;ნეოფარმი, 15 ათასი ლარი;შპს „კაცხურა“ , 10 ათასი ლარი; EPIC DEVELOPMENT, 10 ათასი ლარი;ჯეონეთი, 10 ათასი ლარი;ისანი ბილდინგ, 10 ათასი ლარი;ლოჯისტიქს სოლუშენ, 10 ათასი ლარი;ბიესი, 5 ათასი ლარი;გროს ენერჯი ჯგუფი, 5 ათასი ლარი;აპტოსი, 5 ათასი ლარი;აიტიკრაფტი, 5 ათასი ლარი;ოქტოპუსი, 5 ათასი ლარი;საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია, 2 ათას 500 ლარი.
ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund
მადლობა ერთიანობისთვის ",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.