ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს, 1-ელ აპრილს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება, მათ შორის, არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ფრენა, ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.
Myway Airlines-ის ინფორმაციით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს. საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს. ავიაკომპანიის ცნობით, ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.