ჰაკერებმა Marriott-ის 5,2 მლნ სტუმრის ინფორმაცია მოიპარეს - მიიღეს თუ არა შეტყობინება თბილისის სასტუმროებმა

ჰაკერებმა Marriott International-ის სასტუმროების ქსელის 5,2 მილიონი სტუმროს ინფორმაცია მოიპარეს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თაღლითების ხელში აღმოჩნდა სტუმრების მისამართები, ტელეფონის ნომრები, ელფოსტის მისამართები, დაბადების დღეები, ასევე ინფორმაცია დაწესებული შეღავათების შესახებ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჰაკერებმა ვერ მოიპოვეს პასპორტების მონაცემები. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თაღლითებს ამ მონაცემებზე წვდომა შეეძლოთ 2 თანამშრომლის ანგარიშების გამოყენებით. ამ დროისთვის ორივე ეს ანგარიში დეაქტივირებულია.

კომპანიამ ქსელში სპეციალური შეტყობინება უკვე დააგზავნა. ელექტრონული წერილები გაეგზავნათ სტუმრებსაც.

როგორც საქართველოში მოქმედი Marriott-ის ქსელის სასტუმროების წარმომადგენლობაში აცხადებენ, ასეთი შეტყობინება მათ არ მიუღიათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ნესმიერ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე ანუ საქართველოში ხდება ინფორმაციის გაჟონვა, ჩვენ გვატყობინებს ცენტრალური ოფისი. ამ დროისთვის შეტყობინება არ მიგვიღია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაკერებს ჩვენი სტუმრების ინფორმაცია არ მოუპარავთ“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ Marriott-ების ქსელის სასტუმროების ქართულ წარმომადგენლობაში.

სასტუმროების ქსელი Marriott International-ი 1927 წელს დაარსდა. ამ დროისთვის კომპანია მსოფლიოს 134 ქვეყანაში 30 ბრენდის 7 300 სასტუმროს ფლობს.